20 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
ვხედავ დამაფიქრებელ სურათს, როდესაც კორუფციის ზრდის შესახებ ბიზნესმენების მხრიდან ყოველ კვირას ახალი განცხადება არის - ანა დოლიძე

„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შავი ფულით შესაძლო დაფინანსებას ეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ეხმაურება.

ანა დოლიძის თქმით, შესაძლო კორუფციაზე არსებულ კითხვებს ხელისუფლებამ პასუხები უნდა გასცეს.

მისი აზრით, საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა ყველა შესაძლო სამსახურმა უნდა დაიწყოს, მათ შორის აუდიტის სამსახურმა.

„მე ვხედავ საკმაოდ დამაფიქრებელ სურათს, როდესაც კორუფციის ზრდის შესახებ ბიზნესმენების მხრიდან ყოველ კვირას ახალი განცხადება არის, არა მარტო „იბერიასა“ და „ომეგას“ საქმე, არამედ გუშინ მოვისმინე ესტონელი ბიზნესმენის განცხადება, რომ საქართველოში კორუფცია იზრდება და კორუფციის რისკები მაღალია. ეს განცხადებები არის სრულიად დამაზიანებელი ჩვენნაირი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ემშვიდობებოდა კორუფციულ წარსულს. ისინი ხელს შეუშლის ინვესტიციების მოზიდვას, ამ განცხადებების ცენტრში არის სასამართლო ხელისუფლება, სადაც წესით უნდა ირჩეოდეს მსგავსი დავები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიზნესმენების ნდობა სასამართლოს მიმართ დაბალია,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

ჩანაწერებში, რომელიც "კურიერმა" გაავრცელა, საუბარია, რომ ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები