24 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
„აფხაზთა კრების" და "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

„აფხაზთა კრების" და ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. მალხაზ პატარაია და დავით ქაცარავა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთავარი პროკურორის სახელზე დაწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა დარღვევას და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.

„საპრეზიდენტო კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც რიად ატარებს რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. მისი არაერთი განცხადება არის დასტური იმისა, რომ ის გახლავთ კოლაბორაციონისტი და სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლს არღვევს. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას განცხადებით, სადაც თანდართულია ის განცხადებები, რომლებიც ღიად არის მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. არათუ მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვს ქალბატონ სალომეს, იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ იგი არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს,“- განაცხადა დავით ქაცარავამ. 

"აფხაზთა კრების" ლიდერის, მალხაზ პატარიას აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

დღის ამბები