გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია"-ს ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და კონსტიტუციით მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვას გულისხმობს მმართველი გუნდი სპეკულაციას უწოდებს.
„ქართული ოცნების“ წევრი ზაზა გაბუნია ამბობს, რომ გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მხრიდან მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდისთვის ღირებული არ არის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ მივიღებთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხმიანება და არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესებში, ჩვენი საზოგადოების ინტერესებში.
ამიტომ ნებისმიერი სპეკულანტური მიდგომა, განცხადება, დამოკიდებულება განსაკუთრებით გაკოტრებული პოლიტიკურ პარტიის მხრიდან არის ღიმილისმომგვრელი და არავითარი ღირებულებისა და შინაარსის მქონე ჩვენთვის“- ამბობს ზაზა გაბუნია.