24 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
„გამოვრიცხავ შავი სალაროს არსებობას" -  მაია ცქიტიშვილი

„გამოვრიცხავ შავი სალაროს არსებობას,“- ეს განცხადება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, შავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მაია ცქიტიშვილი „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს“ გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

მინისტრის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ამიტომ ყველა მის შედეგებს უნდა დაელოდოს.

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები მიზანმიმართულად ქვეყნდებოდეს.

„გამოვრიცხავ ნებისმიერ მსგავს გარიგებას, ბიზნესზე ზეწოლას და მით უმეტეს, შავი სალაროს ან მინისტრებზე ლიმიტების არსებობას. ალბათ, ის კითხვაც უნდა გაგვიჩნდეს, რატომ გაჩნდა ასე მასიურად სხვადასხვა ტიპის ჩანაწერი სწორედ მაშინ, როდესაც კომპანიას უკვე ბევრი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის გადახდის ვადამ ასე აქტიურად მოუწია,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები