26 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
პოლიტპატიმარი არ არის რელიგიური ცნება და თუ არ გესმის ეს რა არის, მაშინ ნუ ლაპარაკობ - გოგა ხაინდრავა მეუფე ნიკოლოზს აკრიტიკებს

გოგა ხაინდრავა მეუფე ნიკოლოზს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო აკრიტიკებს. ხაინდრავა სასულიერო პირს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მეუფეს მიმართ ხაინდრავას პროტესტი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მღვდელმთავარი ამბობს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკური პატიმარია.

„მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი თურმე პოლიტიკური პატიმარი ყოფილა. მე მინდა, მღვდელმთავარ ნიკოლოზს შევთავაზო, რომ მეორედ, სანამ ამას გაიმეორებს სანდრო გირგვლიანის საფლავზე და ირინა ენუქიძის საფლავზე გაიაროს. ეს არ არის რელიგიური ცნება პოლიტპატიმარი, ეს არის საერო ცნება და პოლიტიკური ცნება და თუ არ გესმის ეს რა არის, მაშინ ნუ ლაპარაკობ, რაც იცი ის ილაპარაკე და ილაპარაკე ამბიონიდან,“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

დღის ამბები