25 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
დავით ბაქრაძემ მარტვილში ადგილობრივებს ჭყონდიდობის დღესასწაული მიულოცა

მარტვილში გამართულ სახალხო-საეკლესიო დღესასწაულ ჭყონდიდობაზე ჩავიდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე.

ბაქრაძემ ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვასაც დაესწრო.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივებთან დაათვალიერა კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები.

 მან წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

„მინდა, არამხოლოდ მარტვილს, არამედ მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. გიორგი ჭყონდიდელი არის სიმბოლო სახელმწიფოებრივი სიბრძნის, რომელმაც შეაძლებინა დავით აღმაშენებელს უძლიერესი სახელმწიფოს შექმნა,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები