ნიუ იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 73-ე სესია იხსნება.
ასამბლეის ფარგლებში გაეროს შტაბბინაში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.
დონალდ ტრამპმა პირველი მოლაპარაკება სამხრეთ კორეისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან გამართა.
მაკრონთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების ლიდერებმა ვაჭრობის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
დღის წესრიგის მთავარი თემა კი ტერორიზმთან ბრძოლა იყო. სავარაუდოდ, ამავე თემებზე ისაუბრებენ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი დღეს გამართულ ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც.