ეს არის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში განვითარებული კორუფცია - „ევროპული საქართველო“ ტელეკომპანია "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ირაკლი კიკნაველიძის თქმით, კორუფციის კვალი მაღალი თანამდებობის პირებთან მიდის.
„ეს ჩანაწერები რაც არსებობს მიუთითებს, რომ ეს არის კორუფცია, რომელიც ეხება ყველა ადამიანს და ქართული ოცნება საკუთარ პარტიულ ბიუჯეტს აფინანსებდა არა მისი ყველაზე მდიდარი წევრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისგან“-ამბობს კიკნაველიძე.
გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია"-ს წევრი მამუკა გამყრელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება სოლიდური თანხის მიღების მიზნით ძლიერ კომპანიას „პრესავს“, შემდეგ კი ამ ფულით არჩევნებს აფინანსებს.
„ეს ფული შემდეგ უკვე მიდის საარჩევნო სისტემის წიხლქვეშ მოსაქცევად და ეს არის ძალიან საშიში პროცესი, რომელმაც არაკონკურენტუნარიან გარემომდე მიგვიყვანა“-ამბობს გამყრელიძე.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები "იბერიას" ჟურნალისტებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ.