25 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
ირანში თავდასხმაში ეჭვმიტანილი 22 პირი დააკავეს

ეჭვმიტანილთა ვინაობა სპეცსამსახურმა დაადგინა და მათ ადგილსამყოფელსაც მიაგნო.

ბინაში, სადაც 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, იარაღი, საკომუნიკაციო მოწყობილობები და დოკუმენტაცია იპოვეს.

თავდასხმა შაბათს სამხედრო აღლუმის დროს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რომლის დროსაც 25 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთდროულად რამდენიმე დაჯგუფებამ აიღო. მათ შორის "ისლამურმა სახელმწიფომაც".

დღის ამბები