16 ოქტომბერი 2018,   04:40
ვრცლად
"არც ერთი ხმა მოღალატეს!" - სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში საპროტესტო აქციით დახვდნენ

"არც ერთი ხმა მოღალატეს!" - ამ შეძახილებით სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეები ლანჩხუთში დახვდნენ, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა. 

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, მათთვის მიუღებელია.

ადგილობრივებს, რომლებიც ზურაბიშვილს პროტესტით დახვდნენ, შეხვედრაზე დასწრების სურვილიც ჰქონდათ, თუმცა დარბაზში არ შეუშვეს.

შენობაში კი, სადაც სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთელებს ხვდება, ელექტროენერგია გაითიშა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს ჩაბნელებულ დარბაზში მიმართა. ამ დროისთვის დენის მიწოდება აღდგა. 

დღის ამბები