18 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სტრასბურგი ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას არ ავალდებულებს

სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას არ ავალდებულებს - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა ევროპული საქართველოს მოთხოვნას, ყოფილი პრემიერის გათავისუფლების შესახებ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილის დანაშაული შეწყალებას არ ექვემდებარება.

„მე ნამდვილად ვერ გავხდები ვანო მერაბიშვილის რეკომენდატორი. ეს არიას კომისიის გადაწყვეტილების სფერო და კომისიამ უნდა განიხილოს. ვფიქრობ, აპელირება იმაზე, რომ თითქოს, რაღაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულება დაუწესა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს არის არასწორი ინფორმაციაა და ვფიქრობ, რომ ამაზე აქცენტების გადატანა არის ოპოზიციის ინტერესებში,“ -ამბობს არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, ამბობს, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა, შეიწყალებს თუ არა ვანო მერაბიშვილს, მაგრამ ვოლსკი ამბობს, რომ არსებობს დანაშაულები, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება.

„მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული ადამიანები საერთოდ იმსახურებენ მეტ მოწყალებას, მაგრამ არის დანაშაულებები, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება,“ - ამბობს გია ვოლსკი.

დღის ამბები