23 ოქტომბერი 2018,   08:27
ვრცლად
პროკურატურა "პალიტრა მედიის" საქმიანობით დაინტერესდა - საგამოძიებო უწყების სამიზნე, სავარაუდოდ, დიმიტრი ქუმსიშვილია

პროკურატურამ პალიტრა მედიის სტამბიდან ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოიღო.

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სტამბის მენეჯმენტისთვის გაუგებარია, რატომ დაინტერესდნენ სამართალდამცველები მათი საქმიანობით, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების დაწყება კავშირში იყოს ყოფილ ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან.

სტამბა ქოლორპაკი პალიტრა მედიის ჰოლდინგში შედის, ამ ჰოლდინგს კი ქუმსიშვილის ცოლის - ნატალია თევდორაშვილის, ოჯახის წევრები ფლობენ.

მთავარი პროკურატურის განმარტებით, გამომძიებლები სტამბა კოლორპაკში მას შემდეგ შევიდნენ, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ კორუფციულ დანაშაულზე პროექტ აწარმოე საქართველოდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა დაიწყო.

გამოძიება ადგენს, იყენებდნენ თუ არა ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამსახურებრივ მდგომარეობას სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დატაცებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კურიერმა, iFact-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, რეპორტაჟი მოამზადა. მაშინ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ დიმიტრი ქუმსიშვუილმა ეკონომიკის მინისტრად მუშაობის დროს აწარმოე საქართველოს პროექტიდან, სესხი მისი ცოლის ნათესავების კომპანიას მისცა.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სტამბა კოლორპაკის დირექოტირ ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ აწარმოე საქართველოდან კრედიტი მათ კონკურსის გავლის შემდეგ მიიღო და დიმიტრი ქუმისშვილი მათი ლობისტი არ ყოფილა

გამომძიებლები სტამბა კოლორპაკში ჯერ არ გამოჩენილან. დოკუმენტაცია სტამბის მენეჯმენტმა მთავარ საგამოძიებო უწყებას ელექტრონული წესით გადაუგზავნა.

 

 

 

ავტორი: თათია წოწონავა 

ამავე თემაზე
დღის ამბები