16 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
თქვენ პრეზიდენტი იყავით და მე პრემიერმინისტრიო - პაატა ბურჭულაძე ივანიშვილთან 2012 წლის არჩევნებამდე გამართულ შეხვედრას იხსენებს

საოპერო მომღერალი, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარე, პაატა ბურჭულაძე არჩევანის ეთერში ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის 2012 წლის არჩევნებამდე ივანიშვილს პირადად არ იცნობდა.

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილი არჩევნებამდე მხოლოდ 2-ჯერ ნახა, ხოლო მესამედ პარიზში გამართულ პატრიარქის საღამოზე შეხვდა, რომლის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

„ამ შეხვედრაზე უკვე დავიწყეთ ჩვენ ცოტა პოლიტიკური ლაპარაკი და აქ იყო საუბარი, მითხრა, რომ თქვენ პრეზიდენტი იყავით და მე პრემიერმინისტრიო,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილის შეთავაზება კარიერის გამო არ მიიღო.

დღის ამბები