18 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
"მათ აქვთ დიდი უნარი, რომ იყვნენ მავნებლები“ - პაატა ბურჭულაძე "ქართული ოცნების" შესახებ საუბრობს 

„ისინი არიან მავნებლები. მათ აქვთ დიდი უნარი, რომ იყვნენ მავნებლები,“ - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ბურჭულაძე ქართული ოცნების შესახებ საუბრობს და მმართველ ძალას „მავნებლებს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ეს საქართველოში კარგად ჩანს, 

„ოპოზიცია იძახის, რომ ისინი არიან უუნარო, ისინი არიან მავნებლები. მათ აქვთ დიდი უნარი, რომ იყვნენ მავნებლები, ეს მავნებლობა დღეს საქართველოში ჩანს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არსებულ მდგომარეობას და დღევანდელ ვითარებას შორის პარალელებს ავლებს.

„მაშინ იყო ტერორი ბიზნესის, დღეს ომეგა ჯგუფს რას უშვებიან. კი, ბატონო, ძალიან მტკივნეული იყო გირგვლიანის ასე წამებით სიკვდილი და დღეს დიდი მადლობა მავნებლებს, რომ მძინარე მოკლეს და არ უწვალებიათ მაჩალიკაშვილი. ეს განსხვავებაა, მეტი განსხვავება კი არაფერია,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ,

ბურჭულაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას დაპირებებიდან მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებია. ბურჭულაძე ამბობს, რომ დღეს ვერც ერთ სამინისტროში გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობენ, თუ ის ყოფილ პრემიერს არ შეუთანხმეს.

„ის ცხოვრობს სხვა სამყაროში, მას აქვს აბსოლუტურად სხვანაირი ცხოვრება. გაგება ცხოვრების, მასსა და ხალხს შორის არის ძალიან განსხვავებული. ეს მავნებლობა, რაც ხდება დღეს, სამწუხაროა, რომ ასეთი რიგი დგას ადამიანების, ვისაც უნდა, რომ მის გარემოცვაში მოხვდეს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

დღის ამბები