16 ოქტომბერი 2018,   04:40
ვრცლად
"მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ქვეყანა კარგ გზაზე დააყენოს" - პაატა ბურჭულაძე გრიგოლ ვაშაძეზე

„გრიგოლ ვაშაძეს პიროვნულად ვუჭერ მხარს,“ - ეს განცხადება საოპერო მომღერალმა, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

პაატა ბურჭულაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას დადებითად აფასებს.

„ის არის მტკიცე ადამიანი, მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ქვეყანა კარგ გზაზე დააყენოს და რა თქმა უნდა, მე ძალიან მესიამოვნება, რომ ჩვენი პირველი ლედი იყოს ისეთი, როგორიც არის ნინო ანანიაშვილი იმიტომ, რომ ეს საქართველოს იმიჯს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო აამაღლებს საზღვარგარეთ,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ბურჭულაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის მილიონებზე არ „გაიყიდება“.

დღის ამბები