18 ოქტომბერი 2018,   10:14
ვრცლად
ჩანაწერების ნამდვილობის შემთხვევაში, გამოდის, რომ ხელისუფლება თავად არის ჩართული რაღაც არალეგალური ფინანსების მობილიზების საქმეში - მიხეილ ბენიძე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ომეგა ჯგუფთან დაკავშირებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შესწავლას ითხოვს.

არჩევანის ეთერში მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, რადგან ჩანაწერში სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება, რაც ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

„ხელისუფლებისვე ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ამ კონკრეტული ჩანაწერების და მასში გაჟღერებული ფაქტების გამოძიება იყოს სრულად მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამაჯერებელი საზოგადოებისთვის და ამ გამოძიებამ უნდა გასცეს ძალიან სერიოზულ კითხვებს პასუხი, მათ შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კითხვა უნდა იყოს, თუ დადასტურდება ამ ჩანაწერების ავთენტურობა და იქ გამოთქმული ფაქტები, არის თუ არა ასეთი შემთხვევები ერთეული, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სქემები, თუ ეს არის უფრო ფართოდ სანქცირებული, სისტემური ხასიათი აქვს თუ არა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი გახდეს საჭირო.

ბენიძე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერების ავთენტურობის შემთხვევაში, აუდიოჩანაწერში გახმოვანებული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში პარტიების დაფინანსების კონტროლის სისტემას პრობლემები აქვს.

„თუ ეს ფაქტები დადასტურდა, ეს სერიოზულად ადასტურებს უთანასწორო საარჩევნო გარემოს... ამ ჩანაწერების ნამდვილობის შემთხვევაში, პრაქტიკულად, გამოდის, რომ ხელისუფლება თავად არის ჩართული რაღაც შავი, არალეგალური ფინანსების მობილიზების საქმეში, რომელიც არავინ იცის, თუ სად იხარჯება,“ - განაცხადა ბენიძემ.

დღის ამბები