18 ოქტომბერი 2018,   10:12
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ივანიშვილს, ქუმსიშვილს და ყველას, ვინც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ

"კურიერის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. სარჩელი ლონდონის სასამართლოში "ომეგა ჯგუფის" პრეზიდენტმა შეიტანა. მანამდე კი ზაზა ოქუაშვილი ბოლო პერიოდის ხმაურიან თემებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. 

საგამოძიებო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ირაკლი ჩუბინიშვილსაც ელოდებიან. გამოკითხვაზე ასევე უნდა მივიდნენ "ომეგა ჯგუფში" შემავალი სამი კომპანიის დირექტორები. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას ხვალ აპირებენ. გამოძიების მნიშვნელობასა და მოლოდინებზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

"გამოძიების პროცესში თუკი საჭიროდ ჩაითვლება, ნებისმიერი ადამიანი იქნება დაკითხული რათა დადგინდეს სიმართლე. თქვენც შეგიძლიათ ეხ​ლა ამ ინტერვიუში დაასახელოთ ვინმეს გვარი, ვინც არ გაწყობთ, ან ნიკა გვარამიას არ აწყობს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ უნდა აიღოს დ ამისი დაკითხვა დაიწყოს,"-აცხადებს გია ვოლსკი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას ლონდონში,ს ადაც მას სავარაუდოდ, დაკითხვაზე დაიბარებენ. 

"არ დასჯის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი, რომელიც დღეს გენპროკურორად მუშაობს, ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ამავე დროს, მას როგორც ვიცი, აუცილებლად დაუძახებენ ლონდონის სასამართლოში, სადაც შეიტანეს სარჩელი "ომეგას" დამფუძნებლებმა, მაგრამ შესაძლებელია მანამდე აქ ხელისუფლება იქნება შეცვლილი და მოუწევს უკვე ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა,"-აცხადებს ნიკა მელია.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი კი განმარტავს, რომ ხელისუფლების გუაზრებელი შედეგები დააზარალებს მის იმიჯს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

"ქართულმა ოცნებამ" მოგვიტანა ვითარება, როდესაც საქართველოს სასამართლოს ადამინები არ ენდობიან და ისინი იძულებული არიან სამართალი ეძებონ ქვეყნის გარეთ. 

დღის ამბები