25 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
ოპოზიცია გამოძიების "კოლორპაკის" საქმიანობით დაინტერესებას, ქუმსიშვილის წასვლას და იავნიშვილის ინტერესებს უკავშირებს

პოლიტიკოსები "პალიტრა მედიას"გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქმესთან ყოფილი ეკონომიკის მინისტრის კავშირის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

"ეს არ შეიძლება ვინმესთან იყოს დაკავშირებული. ქუმსიშვილი როგორც წილის მფლობელი, ეს საკითხი მე პირველად მესმის,"-აცხადებს გია ვოლსკი.

ოპოზიცია კი საგამოძიებო უწყების მიერ ჰოლდინგით დაინტერესებას სწორედ ქუმსიშვილის წარსულ კორუფციულ საქმიანობას უკავშირებს და დაწყებულ გამოძიებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუმსიშვილის მიმართ ანგარიშსწორებად აფასებს.

"ეს არის უკვე ყველასთვის ცნობილი ივანიშვილის სტილი, როდესაც ადამიანი მის გვერდით არის, მის გუნდში და მას ემსახურება, მაშინ მისი ტელევიზიაც და გაზეთიც და სხვა საინფორმაციო საშუალებაც მოსწონს, როდესაც მასთან პრობლემები ჩნდება, უკვე მისი ტელევიზიას და სხვა საინფორმაციო საშუალებაც არ მოსწონს,"-აცხადებს გია ბარამიძე. 

"კოლორპაკის" საქმიანობით დაინტერესებას ხელისუფლების შეფარულ დღის წესრიგს უწოდებენ "ევროპულ საქართველოში." ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ქუმსიშვილის წასვლა და საგამოძიებო უწყების გამოჩენა "პალიტრა მედიაში" საეჭვოდ უკავშირდება ერთმანეთს. 

"ეს ყველაფერი ლეგიტიმურ ეჭვს აღძრავს, რომ ხელისუფლებას აქვს შეფარული დღის წესრიგი, სინამდვილეში სხვა ზრახვები და არა ის, რომ სტამბაში დოკუმენტების ნამდვილობა გადაამოწმოს, ეს საეჭვოდ ემთხვევა ძალიან ყოფილი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილის წასვლას მთავრობიდან,"-აცხაებს ოთარ კახიძე. 

დღის ამბები