25 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
სარჩელი ლონდონის სასამართლოში ივანიშვილისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ - ბრიტანელი ადვოკატი საქმეში საკმარისი მტკიცებულებებზე საუბრობს

ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სასამართლო ლონდონში - „ომეგა ჯგუფის" ბრიტანელი ადვოკატი ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რათა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, სასამართლო პროცესები წარიმართოს.

ადვოკატი ამბობს, რომ ივანიშვილს, გახარიას, ქუმსიშვილს, ყიფიანს, ჩუბინიძესა და სხვა მაღალჩინოსნებს, თავის მართლება ლონდონის სასამართლოში მოუწევთ. მათ წინააღმდეგ სარჩელი კორუფციისა და დანაშაულში მონაწილების მუხლებით მომზადდა.

​როგორც ”ომეგა ჯგუფის” ადვოკატი, იურიდიული კომპანია ”ფილდფიშერის” იურისტი კოლინ გიბსონი ამბობს, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ სასამართლო პროცესები დაიწყოს.

„მე ვნახე გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც წარვუდგენ ინგლისის სასამართლოს. დეტალებზე თქვენთან ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ საკმარისი სამხილები გვაქვს საიმისოდ, რომ დავიწყოთ პროცესი, როგორც ინგლისში, ასევე საქართველოში.
ჩვენი სარჩელის ფარგლებში, ბრალდებებს წარვუდგენთ ინგლისის უმაღლეს სასამართლოს. ქართველ მაღალჩინოსნებს მიეცემათ საშუალება თავად წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები მოსამართლის წინაშე ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება,“-ამბობს ”ომეგა ჯგუფის” ადვოკატი, იურიდიული კომპანია ”ფილდფიშერის” იურისტი კოლინ გიბსონი.

ამავე თემაზე
დღის ამბები