24 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლის აცილებას მოითხოვს

რუსთავში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა უნდა დაიწყოს. პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი განიხილება.

დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის იქნება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა.

დაცვის მხარე ასევე მოსამართლის აცილებას მოთხოვს, რადგან ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას მტკიცებით, მანამდე ამ მოსამართლემ ბევრი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. არ არის გამორიცხული, ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული დღესვე სასამართლოზე სიტყვითაც წარდგეს.

სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 თვის შემდეგ დააკავეს.

დღის ამბები