20 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
დონალდ ტრამპი, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა დონალდ ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყისშივე ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს ამერიკა ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა, რასაც დარბაზში სიცილი მოყვა.

დელეგატების ასეთ რეაქციას დონალდ ტრამპი არ ელოდა და სიტყვა მაინც განაგრძო.

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გერმანია რუსული მილსადენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობის გამო და განაცხადა, რომ ამით გერმანია რუსეთზე სრულად დამოკიდებული გახდება.

დონალდ ტრამპმა ასევე ილაპარაკა ჩრდილოეთ კორეასა და ირანზეც. მან ირანის ლიდერები საკუთარი ხალხის გაძარცვასა და რეგიონში ქაოსის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები