გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო ხედვებზე ილაპარაკა .
საფრანგეთის პრეზიდენტს კონკრეტულად არ დაუსახელებია ამერიკის ადმინისტრაცია, თუმცა გააკრიტიკა იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ატარებს ირანის, ახლოაღმოსავლეთის, მიგრაციისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.
ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის გამოსვლის იმ ნაწილსაც, სადაც ის სუვერენტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისტანცირებაზე საუბრობდა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ის ყოველთვის დაიცავს სუვერენობის პრინციპს, მაგრამ, მას სხვებზე თავდასხმის საშუალებად არასდროს გამოიყენებს.