19 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
ანზორ ჩუბინიძის თქმით, ყოფილ პირველ პირებს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს

პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცვას. 

განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

ჩუბინიძის განმარტებით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვის გაგრძელება დამოკიდებული იქნება პერსონალურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სამთავრობო დაცვა იმუშავებს აეროპორტებსა და ე.წ. VIP გასასვლელებში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

დღის ამბები