19 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს. ის პარლამენტისკენ მიემართებოდა.

დავით სარალიძის მამის დაკავება იმ დროს სცადეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მანქანით მიდიოდა, სადაც კარავი ჰქონდა და რომლის გაშლასაც ის პარლამენტის წინ გეგმავდა.

სამართალდამცავებმა გააჩერეს მანქანა, რომლითაც კარავი მიჰქონდათ და მათ მანქანას გადაადგილების საშუალება აღარ მისცეს და ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს.

როგორც ელისო კილაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ პირდაპირ ჩართვაში აცხადებდა, სამართალდამცველებმა სარალიძის დაკავების მცდელობის შემდეგ კარავი წაიღეს.

 

დღის ამბები