25 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
სადაც არის საჭიროება, იყოს დაცვა, სადაც არ არის საჭიროება, მოვხსნათ - ჩუბინიძე ყოფილი პირველი პირებისთვის დაცვის მოხსნაზე საუბრობს

პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაიცავს.

ისარგებლებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო დაცვით, ამის შესახებ ჩუბინიძემ განმარტებები ჟურნალისტებთან გააკეთა.

კითხვაზე, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შესაძლოა თუ არა პოლიტიკური ნიშნით მოხდეს, ჩუბინიძე აცხადებს, რომ ასე ვერ მოხდება.

„უნდა გავაკეთოთ რაციონალურად, სადაც არის საჭიროება, იყოს დაცვა, სადაც არ არის საჭიროება, მოვხსნათ. ვერ იქნება პოლიტიკური ნიშნით იმიტომ, რომ მიმდინარე მთავრობისთვის იქნება სამარცხვინო თუ ყოფილ მის პრეზიდენტს რამე დაემუქრება. ეს იქნება საჭიროების მიხედვით მხოლოდ. კვირიკაშვილთან მიმართებაში ჯერ ერთი წელი არ იქნება დასრულებული, შესაბამისად, გავრცელდება. ერთი წელიწადი არის ის დრო, როდესაც შეგვიძლია, კარგად დავაკვირდეთ და სტატისტიკური მონაცემები ავკრიფოთ, არის თუ არა რისკი. ღარიბაშვილთან მიმართებაში ერთი წელი არის გასული, როდესაც კანონი ძალაში შევა, შეუწყდება. ფარცხალაძის შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არაფერ შუაშია, ის სარგებლობს კომერციული დაცვის პოლიციის მომსახურებით. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, მთავრობის დადგენილებით, მას 6 თვე გაუგრძელდა,“- განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები