24 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
ინციდენტი ქვემო ქედში - ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ხალხელაური მერის წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ინციდენტი ქვემო ქედში - მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობიდან", ავთანდილ ხალხელაური მერის წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ავთანდილ ხალხელაურის ინფორმაციით, ინციდენტი დღეს სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოხდა. ხალხელაური მერის წარმომადგენელს წინა საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, ადგილზე ქვემო ქედელების თხოვნით ჩავიდა, რადგან გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, სოფლის ნაწილს წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნათ.

დეპუტატის განმარტებით, ის მერის წარმომადგენელმა ადგილობრივების წაქეზებაში დაადანაშაულა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი ჰკრა.

ხალხელაურმა რეაგირებისათვის არხილოსკალოს პოლიციას უკვე მიმართა.

მომხდარზე განმარტება დედოფლისწყაროს მერმა გააკეთა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით კონფლიქტის პროვოცირებაში დეპუტატი დაადანაშაულა.

დღის ამბები