20 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
უთვალთვალებდნენ და მერე ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა - სერგო რატიანი ზაზა სარალიძეზე საუბრობს 

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც სამართალდამცავებმა ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს და ასევე, მოგვიანებით მას კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

რატიანი ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძეს უთვალთვალებდნენ, რის შემდეგაც გააჩერეს მისი მანქანა და მისივე კუთვნილი ნივთები, მათ შორის, კარავი, ჩამოართვეს.

რატიანის შეფასებით, სამართალდამცავებმა უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს.

„უთვალთვალებდნენ და მერე ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა და ამოიღეს კარავი, ლეიბი, რა უფლება აქვთ სამართალდამცავებს, როდესაც მანქანაში უვარდებიან ამ ადამიანს და ართმევენ კუთვნილ საგნებს. სრულიად შემაშფოთებელია ეს ვითარება მართლა და იმის მაგივრად, რომ აღასრულებდნენ თავის მოვალეობას, იჭერდნენ დამნაშავეს და ასევე, ვინც აფარებდა ხელს დამნაშავეს, უკვე დევნიან ამ ადამიანს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები