25 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
დაუშვებელია, პოლიტიკურ სუბიექტებს პოლიტიკური სიტყვის თავისუფალი გავრცელების საშუალება შეეზღუდოთ - თამთა მურადაშვილი

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას სატელევიზიო ეთერში სარეკლამო კლიპების განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებით „რუსთავი 2-ის“ იურისტები ანტიკონსტიტუციურად აფასებენ.

თამთა მურადაშვილის თქმით, სახეზეა ცენზურა, რადგან წერილში არ არის განმარტებული, რის საფუძველზე ცდილობს კომისია, შეუზღუდოს პოლიტიკურ სუბიექტებს სიტყვის გავრცელების საშუალება.

„რუსთავი 2-ის“ იურისტებისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს მარეგულირებელი კომისია უხამსობაში.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილის დასაცავად მაუწყებლებს ეთერიდან სარეკლამო რგოლების ამოღება მოსთხოვა.

„ნებისმიერი მედია, რომელიც ამ ქვეყანაში საკუთარ როლსა და ფუნქციას აცნობიერებს, არ უნდა დაემორჩილოს ამ ანტიკონსტიტუციურ განმარტებას. დაუშვებელია, რომ მაუწყებლების ცენზურა და თვითცენზურა მოხდეს და პოლიტიკურ სუბიექტებს შეეზღუდოთ საკუთარი პოლიტიკური სიტყვის თავისუფალი გავრცელების საშუალება. მით უმეტეს, არჩევნებია და დაუშვებელია, რომ პოლიტიკური პლურალიზმი შეიზღუდოს. აღსანიშნავია, რომ თვითონ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არ მოუმართავს და კომისია საკუთარი ინიციატივით განმარტავს ამას ასე. კომისია, გარკვეულწილად, მხარედ წარმოჩინდება, რა ვფიქრობთ, რომ დაუშვებელია. განმარტება სრულიად დაუსაბუთებულია, ასევე არ არის განმარტებული, რას გულისხმობენ უხამსობაში. უხამსობის განმარტებაც არ არის მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამიტომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რა არგუმენტაციით და რის საფუძველზე ახდენს კომისია ამგვარი აზრის თავსმოხვევას იძულებით მაუწყებლებზე,“- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები