23 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
გენგეგმის პროექტის შესწორებული ვერსია საკრებულოში მერიისა და სამინისტროებისა წარმომადგენლებს წარუდგინეს

საკრებულოში დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტის შესწორებული ვერსია თბილისის მერიის, პროექტში მონაწილე სამინისტროებისა და სიპების წარმომადგენლებს წარუდგინეს.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ახალი ვერსიით, გათვალისწინებულია იმ შენიშვნების უმრავლესობა, რომელიც სამინისტროებმა გასცეს.

„განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია გარემოს და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს შენიშვნები, რომელიც დოკუმენტში სრულად იქნა ასახული დოკუმენტში, მათ შორის მეწყერსაშიში ზონების რეგულირებასთან, მათ შორის იმ ზონების რეგულაციასთან, როგორიც არის ჭალა-კალაპოტები. დოკუმენტის პროექტის მათთვის წარდგება იქნება ბოლო ეტაპი, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომები დასკვნით ეტაპზე გადავა,“- განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები