23 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ახალქალაქის N 40-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში - შსს მომხდარს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალქალაქის N 40-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს  ეხმაურებიან.

„ძალა ერთობაშია"-ს წევრებმა გენერალური ინსპექციას დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გივი სიხარულიძემ კანონი დაარღვია.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპატრულო პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჰასმიკ მარანგოზიანმა მათი მტკიცებით, ოპოზიციის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შსს-ში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს, ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აღნიშნული ფაქტი ახალქალაქის პოლიციაში გაასაჩივრეს, სადაც მათი მტკიცებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გივი სიხარულიძე დახვდათ, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქე თ.ჭ.-სგან შემოვიდა შეტყობინება, რომ ის პოლიციის შენობაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილეს თავისი სურვილით სამუშაო ოთახში შეხვდა, სადაც იარაღი შენიშნა, რაც ირიბ მუქარად მიიჩნია.

"პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სამუშაო ოთახში სამსახურეობრივი საშტატო იარაღის არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებობა არ სცდება უფლებამოსილების და ეთიკის ნორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეტყობინებაზე დანაშაულის, ან სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო მოკვლევას არ დაიწყებს,“ - აცხადებენ შსს-ში.

დღის ამბები