20 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული - თეა წულუკიანი

„რატომღაც მოქალაქეების დიდმა მასამ მოიცადა ბოლო დღემდე, მანამდეც შეეძლოთ მათ შვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლებში შექმნილ ქაოსთან და ხალხმრავლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სახლები დღეს ყველა მსურველს მოემსახურება.

„იყო დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გადატვირთული იმიტომ, რომ მოქალაქეებს უნდათ, რომ კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეა, პირველ ოქტომბრამდე, დღეს პარასკევი დღეა, რატომღაც მოქალაქეების დიდმა მასამ მოიცადა ბოლო დღემდე, მანამდეც შეეძლოთ მათ შვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ, მაგრამ მინდა სიმშვიდისკენ მოვუწოდო ყველას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს 04:00 საათამდე 6 ათას 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დღეს დღეში 8500 ადამიანს ვემსახურებით, რიგში დგას კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ ეჩქარებათ პირველ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა იუსტიციის სახლში ორი მიზეზის გამო მოხდა. მოქალაქეების ნაწილი ტაქსის მართვის ლიცენზიის აღებას ელის, ასევე ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

ორივე მათგანის რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბერს იწურება. თბილისში იუსტიციის სახლი მოქალაქეებს დღეს 22:00 საათამდე მოემსახურება.

დღის ამბები