19 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
„რუსეთი დიდი ხანია მოუწოდებს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი დაიწყოს," - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროში საქართველოს პრემიერის გამოსვლას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს. 

ლავროვის უწყებამ მამუკა ბახტაძის სიტყვის იმ ნაწილს მიაქცია ყურადღება, სადაც პრემიერმა მოსკოვს მიმართა და მოუწოდა, არ შეუშალოს ხელი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ოფიციალური თბილისი ისევ ცდილობს შთააგონოს სართაშორისო საზოგადოებას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არ ყოფილიყვნენ "რუსი ოკუპანტები."

„იმედს ვიტოვებთ, რომ პროპაგანდისტული ვარჯიშებიდან თავისუფალ დროს, ქართველ პოლიტიკოსებს რეალობის აღქმის უნარი გააჩნიათ,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სამშვიდობო ინიციატივის ბედს არა მოსკოვში, არამედ სოხუმსა და ცხინვალში წყვეტენ.

„რუსეთი დიდი ხანია მოუწოდებს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი დაიწყოს," - აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

დღის ამბები