კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6151 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6165 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 3.0306 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0652 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0346 ლარი შეადგინა.