31 მაისი 2020,   14:24
ვრცლად
ბარათაშვილის აღმართი კიდევ ორ დღეს დაკეტილი იქნება

ბარათაშვილის აღმართი კიდევ ორ დღეს დაკეტილი იქნება. ამის მიზეზი გზის სარებილიტაციო სამუშაოებია, რომელიც მერიის დაპირებით, 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს კახა კალაძე გუშინ ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერი ამბობს, რომ მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ასფალტის საფარის დაგება დათქმულ ვადაში დასრულდება.

„ბარათაშვილის აღმართზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, კვირას დილით აღდგენილი იქნება მოძრაობა. თქვენ იცით, რომ ახლა ჩაკეტილი მოძრაობა იმის გამო, რომ ვაგებთ სპეციალურ ასფალტს, რომელიც არის მოდიფიცირებული და ეს უწყვეტ რეჟიმში უნდა მოხდეს. ბოლო ეტაპი იქნება უკვე კეთილმოწყობითი სამუშაოები ანუ ტროტუარები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები,“ - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები