25 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი გაიტაცეს

სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი, გაიტაცეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი გამყოფ ხაზთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ის დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავებულის ოჯახს, ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.

გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობას უკვე აცნობეს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დაკავებულის ოჯახში დეტალების გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა.

დღის ამბები