25 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
შსს-ს მაღალჩინოსანი, რომლის მოვალება ნარკოტიკებთან ბრძოლა იყო, ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ფაქტს ეხმაურება.  

შაბათის კურიერის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ უწყება საგანგებო განცხადებას აკეთებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, გოგა გელაშვილი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 26 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გოგა გელაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად. 

დღის ამბები