24 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი სასწავლო დაწესებულებებში მარიხუანის მოხმარების ფაქტს ეხმაურება

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სასწავლო დაწესებულებებში მარიხუანის მოხმარების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი სკოლებში დისციპლინის არარსებობა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რადგან ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, სწორედ ის მფარველობს საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას.

შალვა ნათელაშვილი გამოსავალს რეჟიმის შეცვლაში ხედავს და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას მოითხოვს.

„ივანიშვილის ნარკობიზნეს ინტერესებს ეწირება ჩვენი მომავალი, მასობრივად მიდის მარიხუანის ხმარება სკოლებში, ინსტიტუტებში, ოფისებში. მე მივმართე გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ვენაში თხოვნით, ეს ორგანიზაცია დროულად ჩაერიოს მიმდინარე უმძიმეს პროცესებში. გამოსავალი რეჟიმის შეცვლაა და რეჟიმთან ერთად ამ დამნაშავე, ივანიშვილის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გაუქმებაა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები