23 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
„თოკები დაარიგონ უფასოდ და ხალხი თავს ჩამოიხრჩობს, გატყავდა ხალხი" - მოსახლეობა ფასების ზრდაზე საუბრობს

ქვეყანაში ფასები პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და პიკს, სავარაუდოდ, ახალი წლის დღეებში მიაღწევს, როცა სურსათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება.

იმპორტიორების აზრით, ფასების მატება ეროვნული ვალუტის დევალვაციას უკავშირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე საწვავზე ფასის მატების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს. ვანო მთვრალაშვილი საერთაშორისიო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდაზე საუბრობს.

„ფასების მატება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ გლობალურ ბაზრებზე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში გარკვეული დოზით ხელი შეუწყო საწვავზე ფასების მატებას. სამწუხაროდ, მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე ტრენდი არის აღმავალი, მათ შორის არც პროგნოზებია დამაიმედებელი. შესაბამისად, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალება ნამდვილად არ არსებობს,“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ტაქსისტების თქმით, საწვავზე ფასების ზრდამ მათი ეკონომიკური მდგომაროება მკვეთრად გააუარესა. ისინი აქციზზე ფასების კლებასაც მოითხოვენ, რომელიც გასულ წელს 25 თეთრით გაძვირდა.

„თოკები დაარიგონ, ხოლო უფასოდ და ხალხი თავს ჩამოიხრჩობს და მოისვენებენ ეგენიც. გატყავდა ხალხი, აღარ აქვთ არაფრის საშუალება,“ - აცხადებენ მოქალაქეები.

ფასების ზრდას უკვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწვავი, დაახლოებით, 20 პროცენტით, მედიკამენტები 10%-ით, ხოლო სურსათი 3,5 პროცენტით გაძვირდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები