31 მაისი 2020,   13:36
ვრცლად
ეს ორი ადამიანი ნახავს, რეალურად ვინ მოკლა მათი შვილები და იმასაც ნახავს, როგორ დაისჯებიან მათი შვილების მკვლელები - ზაალ უდუმაშვილი

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას უცხადებს და მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ფილარმონიიდან მსვლელობით მივიდნენ.

პოლიტიკოსები და ფილარმონიაში შეკრებილი მოსახლეობა შვილმოკლული მამების პროტესტის ადგილზე, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, მსვლელობით მივიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძე, აცხადებს, რომ შვილმოკლული მშობლების მიმართ სოლიდარობა და გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.

„ეს არის საქართველოს რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ტრაგიკულ ვითარებაში დაკარგეს შვილები და რომლებიც ასე უმწეოდ, უიმედოდ ეძებენ სამართლიანობას,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, აღნიშნავს, რომ შვილმოკლული მამების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

„ამ ხელისუფლების პირობებში ისინი სამართალს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ძალიან მალე, როდესაც შეიცვლება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი, აუცილებლად, ეს ორი ადამიანი ნახავს, რეალურად ვინ მოკლა მათი შვილები და იმასაც ნახავს, როგორ დაისჯებიან მათი შვილების მკვლელები,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები