20 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა - ზაზა სარალიძე

"პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა,“ - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას შეკრებაზე მისულ საზოგადოებას.

ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლება დამნაშავეა და ის უნდა შეიცვალოს. მისი განცხადებით, სანამ სიმართლე არ დადგინდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან, ბრძოლას არ შეწყვეტენ.

“ამ 9 თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმოდა, ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლებისგან, რომ მკვლელი ვერ დგინდება. რას ჰქვია, ვერ დგინდება. მე როგორც ვხედავ, ხელისუფლებას რაღაცაში ეჭვი ეპარება. პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ის დღე, როდესაც ჩემს შვილს თავზე ვედექი და ვერაფერს ვშველოდი. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავჩაღუნულები გვისამძიმრებდნენ, პირიქით, წიხლს გვაჭერენ, გვდევნიან და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ. უკვე ძალიან ბევრი რამ ვიცი. მე ისიც ვიცი, რა თანხები აიღეს ჩემი შვილის საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ჩვენი შვილების სულებით ივაჭრეს და მე ამის საშუალებას მათ არ მივცემ. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი შვილებს მკვლელები კანონის წინაშე არ წარდგებიან და არ დაისჯებიან კანონის ძალით. დიდი მადლობა მთელ საქართველოს, ვინც ერთი სიტყვით მაინც გამოხატავს მწუხარებას ჩვენ მიმართ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

დღის ამბები