31 მაისი 2020,   13:37
ვრცლად
ვერ შევეგუები, რომ ე.წ. სასამართლო და ე.წ. პროკურატურა ერთი და იგივეა და ჰქვია სახელი "ბიძინა ივანიშვილი" - პაატა ბურჭულაძე

„ბევრი რამ არის, რასაც ვერ შევეგუები ამ ქვეყნაში,“ - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას შეკრებაზე განაცხადა. მსოფლიო ბანის თქმით, ის არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობას ვერ შეეგუება.

ბურჭულაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებს ბიძინა ივანიშვილი მართავს, რაც უნდა დასრულდეს.

„ვერ შევეგუები, რომ ე.წ. სასამართლო და ე.წ. პროკურატურა ერთი და იგივეა და ჰქვია სახელი "ბიძინა ივანიშვილი". ამ ერთ ადამიანზე ვართ ყველანი დამოკიდებულები, ჩვენ ვართ მართლები თუ ჩვენ ვართ მტყუვნები. ეს უნდა მორჩეს. როგორე შეიძლება, ადამიანი წყნარად ცხოვრობდეს სახლში, როდესაც შვილმოკლული მამები რუსთაველზე სხედან და სამართლას ეძებენ,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.  

მან მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

„ბატონი გრიგოლი არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესია ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, კანონი და კულტურა,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები