19 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი - ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის სქემა გაშიფრულია

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის სქემა გაშიფრულია. გამოძიების დროს კვირის პალიტრის ჟურნალისტმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ იმართება ქვეყანაში პროცესები.

დასკვნის მიხედვით, არაფორმალური მმართველობის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, მისი დავალებით ყველა ძალოვან უწყებას, განსაკუთრებით კი მთავარ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებს.

ბიზნესი და ეკონომიკური გუნდი ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს აქვთ ჩაბარებული. ივანიშვილის არაფორმალური მთავრობა ძირითადად დასმენებით იმართება და ექსპრემიერის ნდობის აღჭურვილი პირების მისია სხვებზე კომპრომატების მოგროვება და ივანიშვილთან მიტანაა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ქართული ოფისის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებაში არსებობს ე.წ. ხელშეუხებელი ჯგუფი, რომელსაც მთავრობაზე კიდევ უფრო გავლენიანი პირი მფარველობს.

ჩანაწერებმა, რომელიც ომეგა ჯგუფის საქმეზე კურიერმა გაასაჯაროვა, დაადასტურა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ხალხის მიერ არჩეული ადამიანები არ იღებენ.

კვირის პალიტრას ყოფილი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმისშვილის, ცოლის - ნატალია თევდორაშვილის, ოჯახი ფლობს. ჟურნალისტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს, ერთ-ერთი ყველზე მსხვილი მედიაჰოლდინგი დააშინოს და ასევე ყოფილ მაღალჩინოსანზე მოიპოვოს ის კომპრომატები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ელოდება.

პალიტრას ჟურნალისტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ყვება, რომ დაპირისპირება მამაცაშვილი-ჩხარტიშვილის კლანსა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის გავლენების გადანაწილების გამო დაიწყო. მისივე ინფორმაციით, მაშინ, როცა ქუმსისვილი ფინანსთა მინისტრი გახდა, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ფინანსურ პოლიციას ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მაშინ ამ გავლენის და გიორგი ბადაშვილის მოშორება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შეძლო, თუმცა ამის შემდეგ ყოფილ პრემიერთან ქუმსიშვილის კორუფციაში მონაწილეობის შესახებ აქტიური საუბრები დაიწყო. ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ სერიოზული კომპრომატებიც არსებობს.

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე იხსენებს, რომ ე.წ. ენის და ქეისების მიმტანები ბიძინა ივანიშვილის კარზე ვითარების და მისი ფავორიტების შესაბამისად იცვლებოდნენ.

დღის ამბები