25 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
4 მილიონი "ქართული ოცნებისთვის" - "კურიერმა" ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც თიბისი ბანკიდან ფულის გატანას ასახავს 

როგორ გაიტანეს 4 მილიონი "თიბისი" ბანკიდან - „კურიერმა“ ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალთანაა გადაღებული.

ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ზაზა ოქუაშვილის თქმით, მისი კუთვნილი 4 მილიონი ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას დავალებით ბანკიდან გამოიტანეს. 

ფოტომასალაში ასახულია, როგორ გააქვთ „ქეშად“ 4 მილიონი თვისი ბანკიდან, რომელზეც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ 4 მილიონის გატანის ოპერაციას, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე კურირებდნენ. 

ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.

დღის ამბები