19 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
ირმა ინაშვილს არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებას ზაზა ოქუაშვილს სთხოვდა

„პატრიოტთა ალიანისის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ზაზა ოქუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც  ბიზნესმენმა „კვირის აქცენტებში“ გააკეთა და განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის სთხოვდა.

ინაშვილი ამბობს, რომ მას თავადაც კი არასოდეს უთხოვია ოქუაშვილისთვის ფინანსური მხარდაჭერა.

„პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ამ ორი წლის მანძილზე, პატრიოტთა ალიანსს არცერთ ღონისძიებაში ფინანსური თანამონაწილეობა არ უთხოვია ბატონ ზაზასთვის.

ჩემთვის გაუგებარია, თუ მე არ მითხოვია რატომ სთხოვა ეს ვიღაცამ ჩემს მაგივრად. მე მაქვს ეჭვი, რომ სიმართლეს არ ამბობს, ბატონი ზაზა ოქუაშვილი და კარგია თუ სიმართლეს იტყვის,“ -აცხადებს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, ისიც ითხოვს ოპოზიციის მსგავსად პარლამენტში შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორები მივიდნენ, თუმცა ინაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მორალური უფლება ისაუბროს ბიზნესის რეკეტსა და მედიაზე ზეწოლაზე.

დღის ამბები