17 ნოემბერი 2018,   05:30
ვრცლად
რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის რუსული მხარე უკვე ემზადება - გრიგორი კარასინი

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის რუსული მხარე უკვე ემზადება და დღის წესრიგზეც მუშაობს - ეს განცხადება სერგეი ლავროვის მოადგილემ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

გრიგორი კარასინის თქმით, ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს.

"იმისთვის რომ ლიდერებმა შედეგიანად განიხილონ საკითხები, მომზადებაა საჭირო, ჩვენ კი ამაზე უკვე ვმუშაობთ," - აცხადებს გრიგორი კარასინი.

 

დღის ამბები