24 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
„ზაზა ოქუაშვილი არის პირველი მერცხალი, მე დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვებიან ბევრი ბიზნესმენები,“ - პაატა ბურჭულაძე 

„ზაზა ოქუაშვილი არის პირველი მერცხალი, მე დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვებიან ბევრი ბიზნესმენები,“ - ეს განცხადება მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ გააკეთა.

ბურჭულაძე ზაზა ოქუაშვილის იმ სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილი დაადანაშაულა.

„ზაზა ოქუაშვილი არის პირველი მერცხალი, მე დარწმუნებული ვარ. ამას მოყვებიან ბევრი ბიზნესმენები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიცხოვროთ მაფიოზურ ქვეყანაში, ეს არის დამღუპველი ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების გზით ვეცადოთ ყველმა, რომ უნდა მოვიშოროთ ესენი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებ, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ  გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა. 

 

 

დღის ამბები