16 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
"კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს" - კობახიძე ოპოზიციას მიმართავს

ბიუროს სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა უნდა დაწყებულიყო, პოლიტიკური დებატები გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებსა და ზაზა ოქუაშვილის განცხადებებზე საუბრით დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წევრებს სერგი კაპანაძესა და აკაკი ბობოხიძეს დაუპირისპირდა.

კობახიძემ დეპუტატებს "უტიფრები, კორუმპირებულები და მოღალატეები" უწოდა. 

ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა აკაკი ბობოხიძემ.

"ესენი არიან არამარტო უტიფრები, არამარტო კორუმპირებულები, არამედ მოღალატეები და კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები