24 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
კავშირი "ომეგაში" 2004 წელს სპეცრაზმის შესვლასა და აჭარის ცნობილ მოვლენებს შორის - მიხეილ სააკაშვილი განმარტებებს აკეთებს

მიხეილ სააკაშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეს ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განმარტებები 2004 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ოფისებში და ტელეკომპანია „იბერიაში“  სპეცრაზმი შევიდა. მაშინ  შეიარაღებულმა პირებმა დაკავებული შენობები იმ დრომდე არ დატოვეს, სანამ ზაზა ოქუაშვილმა იბერიის ლიცენზია არ დათმო.

მიხეილ სააკაშვილი ამ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელსა ვლებს აჭარაში მიმდინარე პროცესებთან. მისი თქმით, ამ პერიოდში აჭარას რუსეთის მფარველობის ქვეშ მთლიანად აკონტროლებდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ყველა პირი ჩამოშორდა ზაზა ოქუაშვილის გარდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2004 წელს „ომეგაში“ მიმდინარე პროცესები უკავშირდება აჭარის მოვლენებს და ზაზა ოქუაშვილის ასლან აბაშიძის გვერდით დგომას.

„სწორედ ამ რაკურსში უნდა განვიხილოთ სიტუაცია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა აჭარაზე კონტროლი დაკარგული და სწორედ მისი საშუალებით მოხდა აჭარის დაბრუნება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ამ პროცესების დროს არასწორად იმოქმედა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა რადიკალური ნაბიჯებით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არანაირი ბიზნესწილები არ მოუთხოვია.

„ამ საქმით ისარგებლა მაშინ ოქრუაშვილმა, რომელიც არ გამოირჩეოდა დახვეწილი მეთოდებით და მერე ბოლომდე აურია და თავზე ხელი აიღო და ქიბარ ხალვაშმა რომლეიც შემდეგ გამოიყენა ივანიშვილმა და ამ კუთხით ბევრად შორს წავიდნენ ვიდრე ეს იყო მისაღები და დასაშვები. რა თქმა უნდა აქ იყო უარყოფითი მომენტები, რომელიც მომავალში არ უნდა გამეორდეს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები