23 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლები კლდის ნგრევასა და კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლები კვლავ კლდის ნგრევასა და კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მცხოვრებლები თვეზე მეტია, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ან მის მოადგილეებთან შეხვედრას ითხოვენ, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ საჭიროა დროული რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ. საპროტესტო აქციას ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა.

„მე ძალიან კარგად მახსოვს კალაძის დაპირება, რომ ეს ქალაქი იქნებოდა სიცოცხლით სავსე. აქ აპირებენ ისედაც შლადი კლდის უზარმაზარი მასივის მოჭრას და უკვე შემოღობილი აქვთ და დაწყებულია სამუშაოები. ისედაც ეს კორპუსი არის ავარიული და საფრთხეს შეუქმნიან ამ კორპუსს და საფრთხეს შეუქმნიან ამ კლდის მასივის თავზე პირველ ექსპერიმენტულ სკოლას. ეს იყო მისი საარჩევნო დაპირება, რომ სიცოცხლით გაივსებოდა ეს ქალაქი? აი ამაზე არის ლაპარაკი. ყველას საფრთხის ქვეშ აყენებენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები