16 ოქტომბერი 2019,   02:39
ვრცლად
შვილმოკლული მამები შსს-ის წინააღმდეგ - ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ. შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის საშუალებას მათ სამართალდამცველები საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით უშლიან.

საქმის განხილვა დღეს დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით პროცესი 31 ოქტომბრამდე გადაიდო, რის შემდეგაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„31 ოქტომბრამდე იქ თუ ჩვენ კარავი არ გვექნა, ლეიბები, პლედები  არ გვექნა ე.ი. გავყინულვართ. ე.ი. სასამართლოც პირდაპირ მოგვიწოდებს იმისკენ, რომ უკანონობა ჩავიდინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონიერად მოვიქცეთ და კანონის ფარგლებში ჩავჯდეთ, მაგრამ არაფერს არ ითვალისწინებს. ითვალისწინებს მხოლოდ შსს-ს დავალებას და მორჩა. ამის გამო  ავდექი და პროტესტის ნიშნად დავტოვე. რა აზრი აქვს, რას ვუსმინო იქ. 31 ოქტომბერს კარვები წაიღონ სახლში და თვითონ ჰქონდეთ,“ -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები